ლარი კვლავ გაუფასურდა
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2019 17:12
ლარი კვლავ გაუფასურდა

31 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.11 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3127 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.38 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5374 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6170 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 აგვისტოდან შევა ძალაში.

ტეგები