ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ - შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2019 19:44
ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ - შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ.  შენობიდან ხალხის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

მუქარის წერილი - ''ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმია'' -  უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა.

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი.

''დაახლოებით ორი საათის წინ შემოვიდა. რუსულ ენაზე იყო წერილი. ეწერა, რომ შენობაში ბომბი იყო და 48 საათის განმავლობაში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს გადავუგზავნეთ შემოსული შეტყობინება. სასწავლო პროცესი აღარ არის და შესაბამისად, სტუდენტები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი შენობა ოპერატიულად და ორგანიზებულად დავატოვებინეთ,'' - ამბობს უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში.

ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული და მოქალაქეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

შსს-ს ინფორმაციიტ, გამოძიება სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს

ტეგები