ბერთუბანში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 01 / 08 / 2019 11:16
ბერთუბანში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება.

ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელის მოწყობაც სრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

„ბერთუბნის დასახლებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება. პარალელურად, დავიწყეთ გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობაც. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებლი გახდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს „ოცნების სახლი“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია გათვალისწინებული.

საყრდენი კედლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.