შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2019 10:08
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა.

მანამდე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია კახაბერ ქემოკლიძეს ეკავა, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად დაინიშნა. დღეიდან კი, ამ ფუნქციას მიხეილ
დაუშვილი შეასრულებს, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

მიხეილ დაუშვილი, 2008-2012 წლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობდა. მას სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. 2012-2014 წლებში კი სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით და სამართალმცოდნის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული.

2018 წლის მაისიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე.

2017 წლის მაისიდან - დეკემბრამდე მას ეკავა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია. ხოლო, 2016-2017 წლებში იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის
პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო.

2015-2016 წლებში მიხეილ დაუშვილი მუშაობდა ეკონომიკური საბჭოს აპარატში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. 2010-2015 წლებში საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. ხოლო, 2015 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საჯარო
და კერძო უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და სასწავლო ვიზიტში.

ტეგები