ვარკეთილში კაცი მოკლეს
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2019 10:19
ვარკეთილში კაცი მოკლეს

თბილისში, ვარკეთილში შუახნის კაცი ცივი იარაღით მოკლეს.  პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჭ.წ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტეგები