ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიტებს
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2019 10:32
ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიტებს

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიტებს. დღეს, 3 აგვისტოს კი, საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი, გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდაში, გუდაურის მიდამოებსა და ახალქალაქში, ასევე – წალკასა და ბაკურიანში.

4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 37 გრადუსამდე აიწევს.
 

ტეგები