მიწისძვრა ინდონეზიაში - ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2019 11:52
მიწისძვრა ინდონეზიაში - ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად 113 შენობა დაინგრა.

მანამდე ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა გაავრცელე ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ სუმატრას სანაპიროზე მაგნიტუდით 7.1 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცვენტრი დასახლებულ პუნქტ პანდეგლანგიდან 205 კილომეტრში მდებარეობდა. მოგვიანებით ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის მაგნიტურა მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა, რის გამოც სანაპირო ზოლზე მცხოვრები ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
 

ტეგები