„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2019 13:45
„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს

პროკურატურაში გამომძიებლების შეკითხვებს „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი პასუხობს. კახა დამენია მთავარ საგამოძიებო უწყებაში „რუსთავი 2-სა“ და „ინტერმედიას“ შორის, ფინანსური ოპერაციების დეტალების გასარკვევად დაიბარეს.

დამენია, ტელეკომპანიაში, ფინანსურ სამსახურს 2015 წელს ხელმძღვანელობდა. უცნობია, კონკრეტულად რა ეპიზოდები აინტერესებს თადუმაძის უწყებას.

„ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს იმიტომ, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, სწორად და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც რაიმე დასამალი იყოს. ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ის პერიოდი ვიცი, იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი. საქართველოში, ალბათ, ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ასეთი ისტორია აქვს, სამწუხაროდ, საქართველოს. მე არაფერს არ ველოდები იმიტომ, რომ ძალიან თეთრი ბრჭყვიალა ძაფით უნდა შეიკეროს, რომ რაიმე სამართლებრივი პრობლემა ნახონ მაგ პერიოდზე,“ - განაცხადა "რუსთავი2"-თან კახა დამენიამ.

ტეგები