4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2019 21:45
4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - საკუთარ თავსაც მიეცით თავისუფალად ცხოვრების საშუალება და გარშემო მყოფებსაც. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, ბუნებაში.

კურო - დროა, ბავშვებთან ერთად გაატაროთ დრო. მათთან ერთად ითამაშეთ და დაიხმარეთ საოჯახო საქმეებში. მოზომილად ხარჯეთ ფული.

ტყუპი - გულში დარდი და წყენა არ ჩაიდოთ. მიშორეთ ნეგატივი, რომელიც ცხოვრებით ტკბობაში გიშლით ხელს. ესტუმრეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს.

კირჩხიბი - თავგადასავლებითა და მხიარულებით აღსავსე დღე გელით. დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და საჭირო ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.

ლომი - საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და გაესაუბრებით, მით აიმაღლებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტს.

ქალწული - საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ; შეიძლება ისეთი ადამიანები გაიცნოთ, ვინც პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი იდეების ჩამოწერეთ.

სასწორი - მხიარული და ხალისიანი ხართ და ეცადეთ, არაფერმა გაგიფუჭოთ განწყობა. საინტერესო საქმიანობაში
ჩართვას შემოგთავაზებენ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მორიელი - შედეგს მოგიტანთ ის საქმე, რომელზეც ბოლო თვეები მუშაობდით. მეტი დრო დაუთმეთ გართობას, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული საღამო მოიწყვეთ.

მშვილდოსანი - მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. კარგი დღეა განმარტოებისა და მშვიდ გარემოში დასასვენებლად. თუ რამის შეცვლა გსურთ, დაფიქრდით.

თხის რქა - ენერგიული ხართ და თუ მოისურვებთ, მარტივად შეძლებთ გარშემო მყოფების გახალისებას. თუმცა, ვერც ეგოისტობაში დაგადანაშაულებთ ვინმე, თუ საკუთარ თავს დააყენებთ სხვებზე წინ.

მერწყული - დამშვიდდით, ამოისუნთქეთ და დაისვენეთ. არ დაიტვირთოთ თავი მნიშვნელოვანი საქმეებით. უმჯობესია, მეგობრებს ესტუმროთ და დღე მხიარულად გაატაროთ.

თევზები - სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

ტეგები