„ამას ფული უნდა, ძვირფასო უნეტარესო, მე კი თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის" - ჩერგოლეიშვილი პატრიარქს
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2019 14:02
„ამას ფული უნდა, ძვირფასო უნეტარესო, მე კი თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის" - ჩერგოლეიშვილი პატრიარქს

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელ ქადაგებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

„მე ვეთანხმები პატრიარქს, რომ ახალ სიცოცხლეს თუ ქმნი, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო - მთავარი ჩემთვისაც ჩემი შვილების აღზრდაა ისე, რომ მათ, სულ მცირე, იგივე შეძლონ თავიანთი შვილებისთვის.

მაგრამ ამას ფული უნდა ძვირფასო უნეტარესო - მე კი, თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის.

უნდა გამოვიმუშაო.

და გამოვიმუშავებდი კიდეც - ორ კვირაზე მეტი არცერთი შვილის გაჩენის შემდეგ არ დამისვენია.

საქმე გამიფუჭდებოდა, იმდენი ფული აღარ მექნებოდა და შვილებს ისე კარგად ვეღარ გავზრდიდი პატრიარქო - კარგს ვერ შეჭამდნენ, ვერ ჩაიცმევდნენ, კარგ განათლებას ვერ მიიღებდნენ .

დიახ - თქვენ წარმოიდგინეთ, შრომა მიწევდა და მიწევს, უწმინდესო და უნეტარესო" , - წერს ჩერგოლეიშვილი.