კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2019 15:31
კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა.

იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.

სამივე კომპოზიტორის ნაწარმოებები – შექმნილი მხატვრული თუ ტელეფილმებისთვის, მილიონობით მსმენელის გულს იპყრობს.