„გაშვების სერია დაიწყო! ხვალ ჩვენი რიგი მოვა" - ნოდარ მელაძე
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 00:03
„გაშვების სერია დაიწყო! ხვალ ჩვენი რიგი მოვა" - ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: 

„გაშვებების სერიაც დაიწყო!!!
ამდენი წელი ჩვენთან ერთად იომა, იბრძოლა რ2 ის გადასარჩენად, დღეს მეილზე მიწერეს, რომ გათავისუფლებულია ტელევიზიიდან რომელსაც ამდენი წელი, ამდენი დღე და ღამე შესწირა.

ხვალ ჩვენი რიგი მოვა, თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად გავლებული მავთულხლართებით მოგავხრჩობენ ყველას!"

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, მან პარასკევს, 2 აგვისტოს შვებულებაში გასვლაზე დაწერა განცხადება, დასტურიც მიიღო, თუმცა, დღეს, 5 აგვისტოს აცნობეს, რომ შვებულებაზე უარი უთხრეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„რუსთავი 2"-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თამილა გველესიანის თქმით, მურადაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და მასთან დალაპარაკებას აპირებენ.