პრემიერი იმ პროგრამას წარადგენს, რომლითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა იქნება შესაძლებელი
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 10:17
პრემიერი იმ პროგრამას წარადგენს, რომლითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა იქნება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს თბილისის საკრებულოში იმ პროგრამას წარადგენს, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ტეგები