დედამ ჩამომხრჩვალი შვილი იპოვე - სუიციდი რუსთავში
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 12:53
დედამ ჩამომხრჩვალი შვილი იპოვე - სუიციდი რუსთავში

რუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარი ბაღის ეზოში ჩამოიხრჩო. ამის შესახებბ "ინფორუსთავი" წერს.

როგორც "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა. მისივე ცნობით, გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვა. სუიციდის მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები