რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს განიხილავს
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 15:26
რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტთან სოჭში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს განიხილავს.

რაულ ხაჯიმბას თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტის აღსადგენად საჭირო დოკუმენტაცია მზადდება, რაც ასევე გულისხმობს სპონსორის დაინტერესებას.

ოკუპირებული სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წლამდე ფუნქციონირებდა. სოხუმში მყოფმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აეროპორტის აღდგენის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში მიიღეს. მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნა.

 

ტეგები