პრემიერი: გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 16:27
პრემიერი: გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია

ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები.

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან შედარებით იყო გადაჭარბებული, აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ამისთვის გააჩნია ყველანაირი მექანიზმი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ტეგები