კახა კალაძე: ეროვნულმა ბანკმა უნდა წარუდგინოს საზოგადოებას გეგმა, რა ნაბიჯები გადაიდგმება კურსის პრობლემის მოსაგვარებლად
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 16:34
კახა კალაძე: ეროვნულმა ბანკმა უნდა წარუდგინოს საზოგადოებას გეგმა, რა ნაბიჯები გადაიდგმება კურსის პრობლემის მოსაგვარებლად

ეროვნულმა ბანკმა კიდევ უნდა გადადგას უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და წარუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა ლარის კურსის პრობლემა იქნეს მოხსნილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველასთვის პრობლემას წარმოადგენს, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში კი, ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული.

„ზოგადად, ლარის კურსი პრობლემა არის ყველასთვის. ტენდენცია წამოვიდა დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კიდევ კონკრეტული ნაბიჯები და წარუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ ეს პრობლემა იქნეს მოხსნილი, მოგვარებული.

დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში ძალიან ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მიმართულებას, მაგალითად ტურიზმს დავუკავშიროთ. ყველა ფაქტორმა იქონია გავლენა – მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, ყველაფერმა ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

1tv.ge

ტეგები