„გორში გაქანებული ომი იყო და თბილისში რესტორნები სავსე იყო მოქეიფე ხალხით“ - ნანკა კალატოზიშვილი
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2019 12:09
„გორში გაქანებული ომი იყო და თბილისში რესტორნები სავსე იყო მოქეიფე ხალხით“ - ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი აგვისტოს ომს იხსენებს. მან ამ მოგონებიდან გამოყო ფაქტი, მეგობრებთან ერთად როგორ ეხმარებოდა ლტოლვილებს დაპურებაში.

ნანკა კალატოზიშვილი: - ძალიან რთულია 2008 წლის ომის გახსენება. ბებიაჩემი იმდენს იძახდა, თქვენ ომი არ გინახავთო, ორი ომი გამოვიარეთ. შოკია, საშინელებაა ომს რომ ეხები. სრული ისტერიკა. თბილისში ლტოლვილები რომ ჩამოვიდნენ, მახსოვს, მე და ჩემი მეგობრები მივდიოდით და რესტორნებს მათთვის საკვებს ვთხოვდით. და ამ დროს რას ვხედავდით? სავსე იყო რესტორნები ხალხით. წარმოიდგინეთ, გორში გაქანებული ომია და თბილისში რესტორნები სავსეა მოქეიფე ხალხით. ამ ფაქტმა შემშალა.

დღეს, 11 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ისევ ოკუპირებული ვართ. ერი გახლეჩილია, ისევ ძველ მთავრობას ლანძღავს. ახალი მთავრობა საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ძველს ადანაშაულებს, ძველის შეცდომებზე ყვირის. ამ ზიზღში იკარგება მთავარი, სამშობლოს ინტერესი. რაც არ უნდა ერთმანეთის არ გვესმოდეს, ჩვენ ერთ მიწაზე ვცხოვრობთ. საქართველო ერთია, რომელსაც ებრძვის რუსეთი. აი, აქ როგორ შეიძლება გეყოფოდეს აზრი, ვერ ვხვდები. ერთი მიწა გვაქვს. დედასამშობლოს გადასარჩენად ყველაფერს უნდა აკეთებდე, რა მთავრობაც არ უნდა გყავდეს. ამ დროს პარტიული ნიშნით დაყოფა დანაშაულია. ერთად რომ უნდა ვიყოთ და დედასამშობლოს გავუფრთხილეთ, აქ რომ ვერ ვთანხმდებით - ამას ცოტა ვერ ვიგებ და ვერ ვეწევი.