ატირებული სამხედრო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე - ემოციური ვიდეო
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2019 12:29
ატირებული სამხედრო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე - ემოციური ვიდეო

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2-ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130-ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.

იმ დროს, როცა მამუკა მდინარეძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, კადრში ჩანს სამხედრო, რომელიც ტირის.

ეს კადრი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ.

ზუსტად 11 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.