საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 10:09
საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

საკურორტო სოფელ მუხურის ცენტრში, მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმროშენდება. სასტუმრო კომპანია ,,Mukhuri Resort”-ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს ,,თორისტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულებისშემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.

პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, იგეგმება ასევე მეორე, მაღალი სტანდარტებისსასტუმროს მშენებლობა.

ტეგები