გაეროში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთან კავშირების დამყარებას ცდილობს
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 10:23
გაეროში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთან კავშირების დამყარებას ცდილობს

დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით ძალისხმევას გააგრძელებს, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამას დასავლეთის ქვეყნების პოზიცია ხელს დიდად არ უწყობს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ განვავითაროთ ორმხრივი თანამშრომლობა, ვაჭრობა, ხალხებს შორის კავშირები,” - განაცხადა პოლიანსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული საქონელი რუსეთში ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოდის და ძალიან პოპულარულია რუსეთის ბაზარზე”.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ში უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რომელიც პოლონეთის თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს, რომლის შემდეგაც, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და რუსეთს მოუწოდებენ, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექნიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

www.interpressnews.ge

ტეგები