Microsoft-ის ექსპერტი განათლების საკითხებში: ვმუშაობთ ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახულ ინოვაციურ ცვლილებაზე
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 11:08
Microsoft-ის ექსპერტი განათლების საკითხებში: ვმუშაობთ ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახულ ინოვაციურ ცვლილებაზე

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ახლო მომავალში ქართული ენის ინტეგრირებასთან დაკავშირებით, Microsoft-ის ექსპერტი განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩი აცხადებს, რომ ის რაც სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ინერგება, ქართული განათლების სისტემისთვის ეს იქნება აქამდე არნახული ინოვაციური ცვლილება.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვმუშაობ საქართველოში განათლების სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, მათ შორის, ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე სამომავლო წვდომის
პროექტზე. ეს იქნება ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახული ინოვაციური ცვლილება. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტელექტუალურ ზრდასა და განვითარებას.” - განაცხადა ოლივერ ზოფიჩიმ.

ტეგები