ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 11:29
ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბანში, ონაშვილის N9-ის მიმდებარეტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხებისდემონტაჟი განხორციელდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერიმოაწყო.

პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში ბავშვთა გასართობი მოედანიგანთავსდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყოკალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დამონტაჟდამოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.

სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ტერიტორიადეკორატიული ფილებით მოპირკეთდა; დამონტაჟდა LED განათების სისტემა;ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო ფიტნეს ზონაც.

სკვერი ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს მაჟორიტარდეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა. გამგებელი ადგილობრივმოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის ფარგლებში ჩატარებულინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 50\215 ლარი დაიხარჯა.

ტეგები