მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად - პრემიერის მრჩეველი
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 13:59
მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად - პრემიერის მრჩეველი

ჩვენ დარწმუნებული ვართ, თანმიმდევრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო და დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ტეგები