ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 20:09
ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ბრალის დადგენილება ოფიციალურად გადასცეს.

გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. 

„ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყულად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის იქ მოყოლა, დაუჯდება პატიმრობად. ყველა ეს ნაბიჭვარი, ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის, საქართველოში პუტინის სტილით პოლიტპატიმრების გაჩენას, “- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დღეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც გულისხმობს საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
 

ტეგები