ქალაქი, სადაც 10 წელია ბიჭი არ დაბადებულა, ვაჟის გაჩენაზე ჯილდო დაწესდა
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 22:38
ქალაქი, სადაც 10 წელია ბიჭი არ დაბადებულა, ვაჟის გაჩენაზე ჯილდო დაწესდა

პოლონეთის პატარა ქალაქ მაისცე-ოჟანსკში 10 წელზე მეტია ბიჭები არ იბადებიან.

ამ ანომალიას ვერც ადგილობრივები, ვერც მედიკოსები და ვერც ვერავინ ხსნის. მედიცინის ზოგიერთი წარმომადგენელის თვალსაზრისით, საოდუმლო შესაძლოა, კვების რაციონში იყოს, თუმცა არცერთი ჰიპოთეზა დადასტურებული არ არის.

მერმა გასცა ბრძანება არქივების შესწავლაზე. აღმოჩნდა, რომ ქალაქის არსებობის განმავლობაში, ყოველთვის ბიჭების მინიმალური რაოდენობა იბადებოდა. გარდა ამისა, ქალაქის თავმა ვაჟის გაჩენაზე ჯილდო დააწესა.თუმცა, უცნობია, რა ჯილდოზეა საუბარი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ერთი საშუალება დარჩათ - ძველი ცრურწმენის თანახმად, ბიჭის გაჩენის მსურველებმა საწოლის ქვეშ ნაჯახი დაიდონ.

ქალაქში კი, სადაც მამრობითი სქესის წარმომადგენლები თითქმის არ არიან, მეხანძრეები, ტრაქტორისტები, სამართალდამცველები თუ ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლები ქალები არიან.