პანამის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის ბრალდება მოეხსნა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2019 11:11
პანამის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის ბრალდება მოეხსნა

პანამის ყოფილ პრეზიდენტ რიკარდო მარტინელის კორუფციის და სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენის ბრალდება მოეხსნა, - ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის პროკურატურამ მარტინელი სახელმწიფო რესურსების გამოყენებით კონკურენტების პირადი საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. 67 წლის ექსპრეზიდენტი ბრალს ყოველთვის უარყოფდა. ის შპიონაჟში 150-მდე პოლიტიკოსმა, პროფკავშირების წევრმა და ჟურნალისტმა დაადანაშაულა. მარტინელი პანამის პრეზიდენტი 2009-2014 წლებში იყო.

2015 წელს პანამის უზენაესმა სასამართლომ მარტინელის დაკავების შესახებ განკარგულება გასცა. პანამის ექსპრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში გაემგზავრა. ის 2017 წელს ფლორიდაში დააკავეს და 2018 წლის ივნისში პანამას გადასცეს.