„ივანიშვილს ნიკა გვარამიამ ბრძოლის ყველა რაუნდი მოუგო" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2019 13:16
 „ივანიშვილს ნიკა გვარამიამ ბრძოლის ყველა რაუნდი მოუგო" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილს ნიკა გვარამიამ ბრძოლის ყველა რაუნდი მოუგო.

"რა მნიშვნელობაა მოგწონთ თუ არა, ეთანხმებით თუ არა, აღიარეთ რომ დღეს, ივანიშვილს ნიკა გვარამიამ ბრძოლის ყველა რაუნდი მოუგო.
ღამის თევით სასამართლომ უბრალოდ დაადასტურა რომ მთელი ქვეყანა ბიძინას შოუა, უბრალოდ ეს შოუც ნიკას მიყავს. შუბლით აწვება, არ მიეყიდა და ვერ შეაშინა. ამიტომაც არის მაგარი" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა გუშინ, გვიან ღამით დასრულდა. "რუსთავი2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.