ბრაზილიაში ღამის კლუბში 5 ადამიანი მოკლეს
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2019 18:01
ბრაზილიაში ღამის კლუბში 5 ადამიანი მოკლეს

ბრაზილიის სამხრეთით, ქალაქ მოსტარდასში შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ღამის კლუბში შეიჭრა და დაწესებულების მომსახურე პერსონალისა და კლუბის სტუმრების მისამართით ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

შეიარაღებულ პირებს სახე დაფარული ჰქონდათ. მათ თან წაიღეს გარდაცვლილთა პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და საფულეები.

პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები, შემთხვევის ადგილიდან, 220 კილომეტრში მდებარე ქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი არ სახელდება.