ხანაძარი თბილისში - გლდანში ბინა დაიწვა
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2019 10:08
ხანაძარი თბილისში -  გლდანში ბინა დაიწვა

თბილისში, გლდანის პირველ მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ოთახში დარჩენილი ანთებული სანთელი სახელდება.

შემთხვევის დროს ბინაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. "იმედინიუსის" ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი კვამლით ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ტეგები