როგორი ამინდია მოსალოდნელი?
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2019 12:36
როგორი ამინდია მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 აგვისტოს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია  მოსალოდნელი. 14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა, ბარში და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

ტეგები