მამუკა ბახტაძე: კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2019 13:06
მამუკა ბახტაძე: კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ისინი არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ეწევიან, არამედ - ევროპული ინსტიტუტებისაც, რაც ძალიან სამწუხაროა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ობიექტური რეალობაა ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

“უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, შინაარსობრივ კომენტარს კონკრეტულ საქმეებზე ვერ გავაკეთებ. კანონი უზენაესია, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და მას ყველამ პატივი უნდა სცეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მედიის წარმომადგენლების კითხვას, უკავშირდება თუ არა საგამოძიებო უწყებებში მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ “ქართული ოცნება” მომავალი არჩევნებისთვის შემუშავებული აქვს პროგრამა, რომელიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებულ ყველა მტკივნეულ გამოწვევას ძალიან სწორად და ადეკვატურად პასუხობს. 

ტეგები