ია კიწმარიშვილმა შესაძლოა „რუსთავი 2“-ის დაყადაღება მოითხოვოს
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2019 14:19
ია კიწმარიშვილმა შესაძლოა „რუსთავი 2“-ის დაყადაღება მოითხოვოს

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ია კიწმარიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილი ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას სასამართლოში ედავებოდა.

ია კიწმარიშვილის თქმით, მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ ქიბარ ხალვაშს 2009 წელს ამ 30%-იანი წილისთვის თანხა არ აქვს გადახდილი.

„მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი წილი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსგავსი სარჩელით მიმართ ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს, რომ მისი ნების წინააღმდეგ დაათმობინეს მას წილი და ხალვაშს დაუბრუნდა 100%. დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, როდესაც ეს გახდა მათთვის აქტუალური. ეროსი ამას დავობდა 2009 წლიდან. დღეს ქიბარ ხალვაში გეგმავს, გაასხვისოს „რუსთავი 2“ და მე მინდა მოვუწოდო, პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან ვაპირებ, ამ საქმეს მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო, თუ სტრასბურგი“, – განაცხადა კიწმარიშვილმა

დღეს ბიზნემსმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ის „რუსთავი 2“-ს ყიდის. 

ტეგები