ტაქსის მანქანის თეთრად გადაღებვის ვაუჩერი 2610-მა მძღოლმა აიღო
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2019 10:31
ტაქსის მანქანის თეთრად გადაღებვის ვაუჩერი 2610-მა მძღოლმა აიღო

ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე ჯამში, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2610 ვაუჩერია გაცემული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “ალმას“ დირექტორმა, გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა.

ტრაპაიძის ინფორმაციით, 7 აგვისტოს მონაცემებით, განაღდებულია 994 ვაუჩერი.

„ღებვის და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადა 10 აგვისტოს ამოიწურა. რაც შეეხება ქიმწმენდის ვაუჩერს, მძღოლებს შეუძლიათ ისევ მოგვმართონ. ოქტომბრამდე გრძელდება გაცემული ვაუჩერების განაღდების მომსახურება და ასევე გრძელდება ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემა და განაღდება. 10 აგვისტოს მონაცემებით, გაცემულია გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2610 ვაუჩერი“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ლიცენზია თბილისში 31 784 მძღოლს აქვს აღებული.