თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2019 12:14
თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 17 წლის ბიჭი დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილი არასრულწლოვანი სკვერში ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მისმა ძაღლმა მეორეს უკბინა რის შემდეგად პატრონებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. დაზარალებულმა კი, სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯვარი მქონდა დაკარგული და მის საძებნელად ქუჩაში გამოსულისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

17 წლის ბიჭი თავის არეშია დაჭრილი და კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარში ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.