სალომე სამადაშვილი აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2019 14:30
   სალომე სამადაშვილი აშშ-ის კონგრესის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდა.



სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლები ჩამოდიან საქართველოში, რომ გაერკვიონ უკეთესად იმ პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.



„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი საუბარი იმაზე, თუ როგორ შედის დღითიდღე ჩიხში ქვეყანაში მმართველობის დემოკრატიული სისტემა. ვისაუბრეთ თავისუფალ მედიაზე, გარემოზე, რომელიც დამძიმდა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, იმ გამოწვევაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. საუბარი გვქონდა რუსეთზეც და იმაზე, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გაიზარდა ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის შემდ