პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიას ტყვიით დაბინძურებისაგან წმენდენ
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2019 15:39
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიას ტყვიით დაბინძურებისაგან წმენდენ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტილია. ოფიციალური ინფორმაციით, მშენებლები ტაძრის ტერიტორიას ტყვიით დაბინძურებისაგან წმენდენ.

ჯერ კიდევ მაისში პარიზის პრეფექტურამ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად შენობის ირგვლივ ნიადაგში ტყვიის ნორმაზე მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული.

გაწმენდითი სამუშაოები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბრტყელ ზედაპირზე სპეციალურ წყალს დაასხამენ მაღალი წნევით, რომელშიც სპეციალური გამწმენდი ხსნარი იქნება გარეული, ხოლო სხვა საგნებზე სპეციალურ გელს, მოიჭრება ტაძრის ირგვლივ 40 სანტიმეტრიანი მიწის ფენა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. ხანძრის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.