„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო 14 აგვისტოს არ იმუშავებს
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2019 20:49
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო 14 აგვისტოს არ იმუშავებს

14 აგვისტოს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ენერგომომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს „თელასის“ გეგმური სამუშაოების გამო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა მგზავრებს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.