რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2019 13:04
რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული", - აცხადებენ სუს-ში.