ზაზა გაბუნია თემქაზე სპორტული და დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2019 14:34
ზაზა გაბუნია თემქაზე სპორტული და დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

რეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია თემქის მე-10 კვარტალში სპორტული და დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

ზაზა გაბუნიას განცხადებით აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და მისი სახით თემქას ძალიან მალე კიდევ ერთი ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცე შეემატება.

პროექტის მიხედვით ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა, მოეწყობა სკვერი ახალი ლედ განათებებით და სარწყავი სისტემით. ამასთანავე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით.

სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.