საქართველოში 10 წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით - ჯარედ ლეტო
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2019 18:33
საქართველოში 10 წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით - ჯარედ ლეტო

13 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე 30 Seconds To Mars-ის კონცერტი გაიმართა.

ბენდი 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა შექმნეს. პირველი სტუდიური ალბომი 2002 წელს გამოუშვეს, კომერციული წარმატება კი 2005 წელს გამოსულ ალბომ A Beautiful Lie-ს მოჰყვა. ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა 2009 და 2013 წლებში გამოსულმა ალბომებმა: This Is War-მა და Love, Lust, Faith and Dreams-მა. მომდევნო ალბომი America ხუთი წლის შემდეგ გამოუშვეს, რომელსაც ბენდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტურნე მოჰყვა. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში ეწვია 30 Seconds To Mars საქართველოს.

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ, რომელიც სცენაზე ალესანდრო მიკელეს გუჩით შემოსილი ჩვენი ქვეყნის დროშას აფრიალებდა, თავის მსმენელებს განუცხადა, რომ საქართველოში ათი წლის წინაც უნდა ჩამოსულიყო.

 

 

 

წყარო