თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 11:48
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შედეგად, 17 აგვისტოს 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისათვის.

ტეგები