“იმედის” ჟურნალისტების ნაწილი აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “მთავარ ხაზს” ემიჯნება
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 12:55
“იმედის” ჟურნალისტების ნაწილი აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “მთავარ ხაზს” ემიჯნება

“იმედის” ჟურნალისტების ნაწილი ტელეკომპანიის მიერ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “ერთ-ერთ მთავარ ხაზს” ემიჯნებიან. ამის შესახებ ჟურნალისტები სოციალურ ქსელში წერენ.

"არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!", -  წერს კვატაშიძე.

გარდა ამისა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს არხის სხვა ჟურნალისტებმაც.

საუბარია ფილმზე, რომელიც “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგენლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ომის შედეგად “ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა”.

ტეგები