რუსეთში თვითმფრინავი სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა - არიან დაშავებულები
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 16:03
რუსეთში თვითმფრინავი სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა - არიან დაშავებულები

"ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი А321, რომელიც მოსკოვი-სიმფეროპოლის ავიარეისს ასრულებდა,  რუსეთის დედაქალაქთან ახლოს, ჟუკოვსკში ავარიულად დაეშვა.

პილოტებმა თვითმფრინავის სიმინდის ყანაში ავარიულად დაშვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ავიალაინერს თოლიების გუნდი შეეჯახა და ძრავის მუშაობა შეაფერხეს.

 А321-ის ბორტზე 234 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 7 წევრი. ინციდენტის შედეგად 23 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტეგები