სამგორის რაიონში ხუთი ახალი სკვერი მოეწყობა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 17:09
სამგორის რაიონში ხუთი ახალი სკვერი მოეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. სკვერის მოწყობის სამუშაოები მესამე მასივში, ორ მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.

ახალი სკვერი ხომლელის ქუჩაზე, N3 და N4 კორპუსების მიმდებარედ ეწყობა. 350 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა საბავშვო გასართობი ატრაქციონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და
გამწვანებულ მონაკვეთებს შორის საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

დასასვენებელი სივრცე ეწყობა ვარკეთილის ზემო პლატოზეც. N1 კორპუსის მიმდებარედ 800 კვ.მ ფართობის ახალ სკვერში საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე უკვე არსებობს ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორია დამონტაჟებული.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობისშემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მესამე მასივში უახლოეს მომავალში დამატებით, სამისკვერის მოწყობა დაიწყება. დასასვენებელი სივრცეები კალოუბნის ქ. N36-ის, მე-10კვარტლის N20 კორპუსისა და მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ გაიხსნება.
ხუთივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია, რომელიც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  გამოიყოფა. სკვერის მოწყობისსამუშაოებს კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.

ტეგები