ლარი ისევ გაუფასურდა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 17:22
ლარი ისევ გაუფასურდა

15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9182 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.61 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2555 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2572 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5209 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5351 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 აგვისტოდან შევა ძალაში. 

ტეგები