მამუკა ბახტაძე: ყველაზე მნიშვნელოვანია რომ, 2020 წლის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე, პასუხობდეს ყველა მტკივნეულ გამოწვევას
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 17:47
მამუკა ბახტაძე: ყველაზე მნიშვნელოვანია რომ, 2020 წლის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე, პასუხობდეს ყველა მტკივნეულ გამოწვევას

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ, როდესაც 2020 წლის საარჩევნო პროგრამით წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე, ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება არის ერთი გუნდი, რომელსაც აქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

„სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა. ეს გასაგებია, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს, მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები