კონსორციუმის დირექტორი: „კონტი-ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პროექტს არ დააზარალებს
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 18:12
კონსორციუმის დირექტორი: „კონტი-ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პროექტს არ დააზარალებს

„კონტი-ჯგუფი“ ანაკლიის პროექტიდან ჯერ არ გასულა, მან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ანაკლიის კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესვლამდე განუცხადა, სადაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინოს.

ახვლედიანის თქმით, მთავარი საინვესტიციო პარტნიორი ფრანგული კომპანია და „ესესეი მარინია“ (SSA Marine). რაც შეეხება „კონტი-ჯგუფის“ გადაწყვეტილებას, ის პროექტს არ დააზარალებს.

ლევან ახვლედიანმა „კონტი-ჯგუფის“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ ისაუბრა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, კომპანიას ეს არ სურს. 

imedinews.ge

ტეგები