"შემაშფოთა იმედის #imediTV ფილმმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით"- თამარ ხულორდავა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 19:22
"შემაშფოთა იმედის #imediTV ფილმმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით"- თამარ ხულორდავა

საპარლამენტო უმავლესობის წევრი, თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "აგვისტოს ომთან დაკავშირებით გასულ ფილმს ეხმიანება:

"შემაშფოთა იმედის #imediTV ფილმმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ეს ომი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღია ჭრილობა. მას მეტი ყურადღებით და უფრო ფაქიზად უნდა მოვექცეთ.

ტაბუს მომხრე არ ვარ. ისტორია პროპაგანდისგან თავისუფალი უნდა იყოს (რამდენადაც შესაძლებელია, თორემ, ხომ ვიცით, რომ მას გამარჯვებულები წერენ). ასევე არ ვარ სპეკულაციური თეორიების მომხრე. ამ ფილმის ავტორის მტკიცება, რომ სააკაშვილი კი არ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არამედ თავად აიძულა რუსეთი საქართველოში ჯარი შემოეყვანა, არის სულ მცირე მცდარი. არც შეიძლება ამის ტირაჟირება!

პირიქით, რუსეთს საუკუნეებია გაცხადებული აქვს თავისი ინტერესი საქართველოს მიმართ. წლებია გვებრძვის! საუბედუროდ, სააკაშვილის პოლიტიკამ მას საკუთარი მიზნის აღსრულების და ოკუპაციის გააფორმების შესაძლებლობა მისცა", - წერს ხულორდავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები