მამუკა მდინარაძე: შეფასება, თითქოს ოკუპანტი ქვეყანა იძულებული გახდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილიყო, პრინციპულად მიუღებელია
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 19:56
მამუკა მდინარაძე: შეფასება, თითქოს ოკუპანტი ქვეყანა იძულებული გახდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილიყო, პრინციპულად მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აგისტოს ომის შესახებ გასულ ფილმს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ორი დღეა ვუყურებ ვნებათაღელვას იმედზე გასული რეპორტაჟის თუ ფილმის გამო. არ მქონდა ნანახი და როგორც იქნა ვნახე მეც.
ის ნაწილი, სადაც საუბარია შეფასებაზე, რომ თითქოს ოკუპანტი ქვეყანა იძულებული გახდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილიყო, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვერც ამ ლოგიკას გავიზიარებ ვერასდროს ძალიან ბევრი მიზეზის გამო!..", - წერს მამუკა მდინარაძე.

ტეგები